Friday, November 29, 2019

საწრეო მუშაობა 2018-2019


წრე  „ფრენბურთი“
წრე განკუთვნილია მეშვიდე,მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის.
სპ.VII-IX.4.
VII კლასი, VIII კლასი, IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა
ინდიკატორები
·         აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·         მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
·         დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;


წრის მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შევასწავლო ფრენბურთის თამაშის წესებიბურთის ტარება სხვადასხვა მეთოდითბურთის მიღებისა და გადაცემის ტექნიკის სრულყოფააკენწვლები და საბოლოოდ ვასწავლო, დავაინტერესოთ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა.

სპორტული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებმა შეაფასონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობანიმეტი შეიტყონ ფრენბურთისისტორიის შესახებწარმოაჩინონ თავიანთი უნარი სპორტის ამ სახეობაშიმოიძიონ ინფორმაცია და გადასცენ სხვებს.თამაში გასართობი საშუალებიდან გადაიქცა სპორტის რთულ ათლეტურ სახეობადრომელიც მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკასსხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს და მოითხოვს სპორტსმენისგან საერთო ფიზიკურისპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონესფრენბურთელიუნდა ფლობდეს მოძრაობის ზღვრულ სიჩქარესგამძლეობასმოქნილობას,
ბურთის კარგი შეგრძნების უნარსმოქნილ და სხარტ სათამაშო აზროვნებას, კარგ რეაქციასსწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარსმდგრად ნერვულ სისტემას.
გუნდის ტაქტიკური წარმატება უპირველესად დამოკიდებულია მოთამაშეთა დროულ მოქმედებებზერეაქციის სისწრაფეზეორიენტირებაზესწრაფი გადაადგილების უნარზეთამაშისას ყურადღების კონცენტრაციაზე. სპორტსმენების ორგანიზმზე თამაშის ფიზიოლოგიური ზემოქმედების დიდი დიაპაზონი შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ მის ყოველმხრივ გავლენაზეერთდროულადროგორც ფიზიკური შესაძლებლობების ისე ტაქტიკური აზროვნების განვითარებაზე.
მოძრაობების დიდი მრავალფეროვნებარაც გვხვდება ფრენბურთის თამაშის დროს (აჩქარებახტომებივარდნაბურთთან ურთიერთქმედებამიღება და სხვა), ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და ხელს უწყობს მამოძრავებელი სისტემის განვითარებასასევე ზემოქმედებს მოვარჯიშის ნებელობითემოციურზნეობრივინტელექტუალურ თვისებათა გამომუშავების უმდიდრეს შესაძლებლობებს.
შეხვედრები გაიმართება ოქტომბრის,ნოემბრის და დეკემბრის თვეებში,კვირაში სამჯერ.გაკვეთილების შემდეგ.

ვარჯიშები წარიმართება შე4მდეგი აქტივობებით:
1.დგომების და გადაადგილების სრულყოფა კომპლექსებში
2.მეორე გადაცემის სრულყოფა(ადგილზე)
3.ბურთის მიღების სრულყოფა წყვილებში
4.ჩაწოდების სრულყოფა ( ქვემოდან გვერდით 1,6, და 5 ზონებში. ზემოდან პირდაპირ კედელთან.ზემოდან პირდაპირ ბადესთან).
5.თავდასხმითი დარტყმის სრულყოფა(მე-4 ზონიდან 1,6 და 5 ზონებში.მე-2 ზონიდან 1,6, და 5 ზონებში.)
6.ბლოკირების სრულყოფა ბადესთან(4,3,2 ზონებში)
7.დაზღვევის ელემნტების შესწავლა.
8.ორმხრივი თამაში,შესწავლილი ელემენტების სრულყოფა.