წრე „ფრენბურთი“
წრე განკუთვნილია
მეშვიდე,მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის.
სპ.VII-IX.4.
VII კლასი,
VIII კლასი, IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა
ინდიკატორები
·
აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·
მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
·
დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
წრის მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შევასწავლო ფრენბურთის თამაშის წესები, ბურთის ტარება სხვადასხვა მეთოდით, ბურთის მიღებისა და გადაცემის ტექნიკის სრულყოფა, აკენწვლები და საბოლოოდ ვასწავლო, დავაინტერესოთ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა.
სპორტული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებმა შეაფასონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობანი, მეტი შეიტყონ ფრენბურთისისტორიის შესახებ, წარმოაჩინონ თავიანთი უნარი სპორტის ამ სახეობაში, მოიძიონ ინფორმაცია და გადასცენ სხვებს.თამაში გასართობი საშუალებიდან გადაიქცა სპორტის რთულ ათლეტურ სახეობად, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკას, სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს და მოითხოვს სპორტსმენისგან საერთო ფიზიკური, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადების მაღალ დონეს. ფრენბურთელიუნდა ფლობდეს მოძრაობის ზღვრულ სიჩქარეს, გამძლეობას, მოქნილობას,
ბურთის კარგი შეგრძნების უნარს, მოქნილ და სხარტ სათამაშო აზროვნებას, კარგ რეაქციას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს, მდგრად ნერვულ სისტემას.
გუნდის ტაქტიკური წარმატება უპირველესად დამოკიდებულია მოთამაშეთა დროულ მოქმედებებზე, რეაქციის სისწრაფეზე, ორიენტირებაზე, სწრაფი გადაადგილების უნარზე, თამაშისას ყურადღების კონცენტრაციაზე. სპორტსმენების ორგანიზმზე თამაშის ფიზიოლოგიური ზემოქმედების დიდი დიაპაზონი შესაძლებლობას გვაძლევს ვიმსჯელოთ მის ყოველმხრივ გავლენაზე, ერთდროულად, როგორც ფიზიკური შესაძლებლობების ისე ტაქტიკური აზროვნების განვითარებაზე.
მოძრაობების დიდი მრავალფეროვნება, რაც გვხვდება ფრენბურთის თამაშის დროს (აჩქარება, ხტომები, ვარდნა, ბურთთან ურთიერთქმედება, მიღება და სხვა), ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს და ხელს უწყობს მამოძრავებელი სისტემის განვითარებას. ასევე ზემოქმედებს მოვარჯიშის ნებელობით, ემოციურ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ თვისებათა გამომუშავების უმდიდრეს შესაძლებლობებს.
შეხვედრები
გაიმართება ოქტომბრის,ნოემბრის და დეკემბრის თვეებში,კვირაში სამჯერ.გაკვეთილების
შემდეგ.
ვარჯიშები
წარიმართება შე4მდეგი აქტივობებით:
1.დგომების
და გადაადგილების სრულყოფა კომპლექსებში
2.მეორე გადაცემის
სრულყოფა(ადგილზე)
3.ბურთის
მიღების სრულყოფა წყვილებში
4.ჩაწოდების
სრულყოფა ( ქვემოდან გვერდით 1,6, და 5 ზონებში. ზემოდან პირდაპირ კედელთან.ზემოდან
პირდაპირ ბადესთან).
5.თავდასხმითი
დარტყმის სრულყოფა(მე-4 ზონიდან 1,6 და 5 ზონებში.მე-2 ზონიდან 1,6, და 5 ზონებში.)
6.ბლოკირების
სრულყოფა ბადესთან(4,3,2 ზონებში)
7.დაზღვევის
ელემნტების შესწავლა.
8.ორმხრივი
თამაში,შესწავლილი ელემენტების სრულყოფა.
No comments:
Post a Comment